ლევან მაჭავარიანი ამაღლობელზე: ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ შიმშილობს, თუმცა ისინიც ნუ დაგვავიწყდება რისთვის არის დაკავებული
„ქალბატონი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიმდინარეობს 24 საათიანი დაკვირვება და მონიტორინგი შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის ნატვრაა, ამაღლობელის მდგომარეობა დამძიმდეს, მას როგორც ინსტრუმენტს ისე უყურებენ.
„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს ქალბატონი შიმშილობს, თუმცა ისინიც ნუ დაგვავიწყდება, რისთვის არის დაკავებული ეს ქალბატონი. როდესაც მას უწოდებენ პოლიტპატიმარს, რა თქმა უნდა, ეს არის – აბსურდი არასწორი.
ძალიან ცუდია, როდესაც მოუწოდებენ ეს რადიკალური ოპოზიციის წევრები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ გააგრძელოს შიმშილობა. ვინაიდან, ისინი ნატრულობენ, მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, დამძიმდეს. როგორც ინსტრუმენტს ისე უყურებენ“, – აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტი