top_leaderboard

საქალაქო სასამართლომ უჩა აბაშიძეს ხუთი, მის მეუღლეს კი ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს თავისუფლების აღკვეთა ხუთი, მის მეუღლეს კი, ოთხი წლის ვადით შეეფარდათ.

უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს. ამავე მუხლს, ინტიმური შინაარსის ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება პროკურატურა მის მეუღლესაც.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ფარული ვიდეოკამერები და მეხსიერების ბარათები. გამოძიებით დგინდება, რომ უჩა აბაშიძემ და მარიამ იაშვილმა განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ,  ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა, ამ მიზნით კი, მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით აღჭურვეს. მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებში არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

ასევე იხილეთ