top_leaderboard

იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდა

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის ნორვეგიის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ eurointegration.com იუწყება.

ჩემთვის დიდი პატივია დავეხმარო ჩემს ქვეყანას ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში. მე ყველა გამოწვევა შევაფასე და პრემიერ-მინისტრის ამ წინადადებას დავთანხმდი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეობაზე და სხვა უფლებამოსილებაზე უარს ამბობს და მათ დაუბრუნდება, როდესაც ნორვეგიის მთავრობაში მუშაობას დაასრულებს.

იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრად მას შემდეგ ინიშნება, რაც სამთავრობო კოალიცია, რომელშიც ლეიბორისტები და ცენტრისტები შედიოდნენ, დაიშალა. ამის შედეგად ცენტრისტების 8 მინისტრი მთავრობიდან გადადგა და მათ ადგილებს ლეიბორისტების წარმომადგენლები დაიკავებენ. ნორვეგიაში პირველად 25 წლის განმავლობაში მთავრობა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.

ასევე იხილეთ