რუსეთმა ქალაქ იზიუმს ბალისტიკური რაკეტით შეუტია – დაიღუპა 5 ადამიანი, არიან დაშავებულებიც
ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმს ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, 5 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება, წერს უკრაინული მედია.
სინეგუბოვის თქმით, რუსეთმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს დაარტყა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ შორის არის 15 წლის გოგონამ, რომელიც ნამსხვრევებით დაშავდა და მისი მდგომარეობა საშუალოა.
„შედეგების აღმოფხვრა გრძელდება. რუსებმა ადმინისტრაციულ შენობას დაარტყეს. დაზიანებულია კიდევ ერთი ადმინისტრაციული შენობა, ასევე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. ამ ტერიტორიაზე სამხედრო დაწესებულება არ არის“, – განაცხადა სინეგუბოვმა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, სარაკეტო იერიშის შედეგად იზიუმში საკრებულოს შენობის ნაწილი განადგურდა.
სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.