top_leaderboard

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მომდევნო კვირაში ოფიციალური ვიზიტით ევროპას ესტუმრება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მომდევნო კვირაში ოფიციალური ვიზიტით ევროპას ესტუმრება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯეი დი ვენსი საფრანგეთში ხელოვნური ინტელექტის განვითარების სამიტს დაესწრება, რომელიც პარიზში 10-11 თებერვალს გაიმართება.

14-16 თებერვალს კი ვიცე-პრეზიდენტი გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ჯეი დი ვენსისთვის ვიცე-პრეზიდენტის რანგში პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

ასევე იხილეთ