რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ექვსი „ბორჯღალოსანი“ მოხვდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიასთან რეკორდული ანგარიშით მოგებით დაიწყეს – „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე 110:0 დაამარცხეს.
პირველი ტურის შემდეგ ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც საქართელოს ნაკრების ექვსი წევრი მოხვდა: ირკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ბექა შვანგირაძე, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, აკაკი ტაბუცაძე.
ტაბუცაძემ და აფციაურმა შვეიცარიასთან 2-2 ლელო მიითვალეს, ამასთანავე, ტაბუცაძე მატჩს საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, ლუკა მატკავამ კი ლელოსთან ერთად 8 ზუსტი გარდასახვა შეასრულა და ჯამში ნაკრებს 21 ქულა მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას 8 თებერვალს, 15:00 საათზე თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს და მოგების შემთხვევაში 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.