top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: გარკვეული კანონები გამკაცრდება, აუცილებელია. არაფერი ამაში ისეთი არ არის, რაც განვითარებულ დემოკრატიებში არ არის

ვინც ფიქრობს, რომ ამას არაფერი წინაპირობა და საფუძველი არ აქვს, ის არის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის ნგრევით. საჭიროა ეს კანონები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა.

„გარკვეული კანონები გამკაცრდება, აუცილებელია და არაფერი ამაში ისეთი არ არის, რაც ვთქვათ, არ არის განვითარებულ დემოკრატიებში. ისმის მთავარი კითხვა, საჭიროა კანონების მიღება, ან გაძლიერება, უფრო გამკაცრება. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა. ვინც ფიქრობს, რომ ამას არაფერი წინაპირობა და საფუძველი არ აქვს, ის არის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის ნგრევით. საჭიროა ეს კანონები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები.

ასევე იხილეთ