ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე: ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობთ, არსად გვეჩქარება
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, კვარაცხელიას გუნდში ადაპტაციისთვის კიდევ სჭირდება დრო, თუმცა საჩქარო არაფერია.
„მას აშკარად, ბევრ ახალ რამესთან ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობთ, რადგან მასთან გრძელვადიანი პროექტი გვაკავშირებს. გუნდს კარგი დინამიკა, ასე რომ, არსად გვეჩქარება“, – ამბობს ლუის ენრიკე.