top_leaderboard

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიიღო, ასევე გადაეცა F-16-ის ტიპის თვითმფრინავები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან.

„რაოდენობას ვერ დავასახელებ, ამის უფლება არ მაქვს, თუმცა ვადები ისეთია, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან შევთანხმდით. დიახ, Mirage-ები ჩამოვიდა, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ჩვენ დამატებით ველოდებით F-16-ებსა და Mirage-ებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა მუდმივად სთხოვს დასავლელ მოკავშირეებს თანამედროვე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას, მათ შორის ჯავშანტექნიკის, ტანკების, შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს. გასული წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას დაჰპირდა, რომ საფრანგეთი მოამზადებდა უკრაინელ პილოტებს Dassault-ის წარმოების თვითმფრინავების სამართავად.

ასევე იხილეთ