top_leaderboard

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააორმაგოს

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის გააორმაგოს სანქციები, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნულის შესახებ უკრაინისა რუსეთის საკითხებში თეთრი სახლის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა.

„ნამდვილად შესაძლებელია სანქციების გამკაცრება – განსაკუთრებით უახლესი სანქციების. {ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის წინააღმდეგ} ეს ხსნის ბევრ შესაძლებლობებს რაიმეს გასაკეთებლად“, – აცხადებს კიტ კელოგი. 

კელოგის თქმით, ის რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს მეორე მსოფლიო ომს აღემატება.

„სწორედ ამიტომაა ტრამპი ორიენტირებული რომ სასტიკი ბრძოლები დაასრულოს“, – აცხადებს კელოგი. 

ასევე იხილეთ