Forbes: რუსეთმა უკრაინას კიდევ ერთი „ორეშნიკი“ ესროლა, მაგრამ ის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
რუსულმა ძალებმა 6 თებერვალს უკრაინას „ორეშნიკის“ ტიპის კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, მაგრამ მან მიზნამდე ვერ მიაღწია და რუსეთში ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა Forbes იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ რაკეტით კიევზე შეტევა იგეგმებოდა. უკრაინის დედაქალაქში რამდენჯერმე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.
ის, რომ „ორეშნიკმა“ უკრაინამდე ვერ მიაღწია და რუსეთშივე ჩამოვარდა, უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტი კირილ საზონოვიც ადასტურებს.
ცნობისთვის, 2024 წლის 21 ნოემბერს რუსეთმა ორეშნიკის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა უკრაინის ქალაქ დნეპრს ესროლა. რაკეტის სიჩქარე 3 კმ/წმ-ში შეადგენდა. ასტრახანის ოლქიდან უკრაინამდე მისაღწევად რაკეტას 15 წთ დასჭირდა. შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.