რუსულმა ძალებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს – უკრაინულმა ძალებმა 80-ზე მეტი ჩამოაგდეს
რუსულმა ძალებმა 7 თებერვლის ღამეს უკრაინას 112 დრონით თავს დაესხნენ. განადგურდა 81 დრონი, 31-მა კი მიზანს ვერ მიაღწია. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინებიან, რუსების უპილოტო საფრენი აპარატები ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, კიევში, ჩერკასში, ჩერნიგოვში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, ხმელნიცკის, ზაპოროჟიასა და დნიპროპეტროვსკის რეგიონებში ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალებმა აღნიშნეს, რომ რუსული ძალების იერიშის შედეგად სუმის, კიევისა და ხმელნიცკის რეგიონები დაზარალდა.
„ოკუპანტების საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.