გოგა ბითაძის „ორლანდო“ „დენვერთან“ შეხვედრაში დამარცხდა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „დენვერ ნაგეტსთან“ შეხვედრაში 90:112 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი „ორლანდოს“ ძირითად ხუთეულში იყო, მწვრთნელისგან 17:16 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. ბითაძემ მეტოქის ფარს ორჯერ შეუტია და ორივე ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ვენდელ კარტერი იყო 19 ქულით, ხოლო „დენვერის“ რიგებში გამორჩეული თამაში მაიკლ პორტერ ჯუნიორსა (30 ქულა) და ნიკოლა იოკიჩს (28 ქულა, 10 მოხსნა, 12 ასისტი) ჰქონდათ.
გოგა ბითაძის გუნდისთვის ბოლო 10 შეხვედრაში ეს მე-8 მარცხი იყო. ფლორიდული გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა.