ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს „ლივერპული“ და „ნიუკასლი“ შეხვდებიან
ინგლისის ლიგის თასის 2024/25 წლის სეზონის ფინალური მატჩის წყვილი ცნობილია. ტიტულისთვის ერთმანეთს „ლივერპული“ და „ნიუკასლი“ შეხვდებიან.
„ნიუკასლმა“ ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში, „არსენალი“ 4:0 დაამარცხა. ედი ჰაუს გაწვრთნილმა გუნდმა ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 2:0 მოიგო.
მეორე ნახევარფინალში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ 4:1 სძლია. პირველ დაპირისპირებაში ლონდონებელმა საკუთარ მოედანზე 1:0 გაიმარჯვეს, თუმცა „ენფილდზე“ გამართულ მატჩში „ლივერპულმა“ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და 4:0 დაამარცხა.
2024/25 წლის ლიგის თასის ფინალი 16 მარტს, ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდება. „ლივერპული“ ამ ტურნირის რეკორდსმენია და შეუძლია, ტიტული მეთერთმეტედ მოიგოს, ხოლო „ნიუკასლი“ ისტორიაში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.