top_leaderboard

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

დასკვნის პროექტს კომიტეტი ბიუროს სხდომას წარუდგენს.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, კომიტეტს შესაბამისი მოთხოვნით დეპუტატებმა მიმართეს.

ჩვენს კომიტეტს განცხადებით მიმართა დეპუტატთა ჯგუფმა, „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისი თანდართული მასალები პარლამენტშია შემოსული. ჩვენ შევამოწმეთ პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები და ისინი შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 228 -ე პრიმა მუხლის, მეექვსე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, არის ყველა წინაპირობა, რომ ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციას დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციაში გატარებას მხარი დაუჭირეს ბიურის სხდომაზეც.

ასევე იხილეთ