top_leaderboard

ირანის უზენაესი ლიდერი: აშშ-თან მოლაპარაკებები არაგონივრულია

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები ქვეყნის პრობლემებს ვერ გადაჭრის.

ეს სწორად უნდა გავიგოთ. მათ არ უნდა იფიქრონ, რომ თუ ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, პრობლემები მოგვარდება. ამერიკასთან მოლაპარაკებით პრობლემა არ მოგვარდება.“, – განაცხადა ხამენეიმ არმიის მეთაურებთან შეხვედრისას. 

მისი თქმით, გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში შესვლა „არ არის ჭკვიანური, ბრძნული, ან საპატიო“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მას სურს თეირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების დადება და რომ ამაზე მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

ასევე იხილეთ