top_leaderboard

ანდრეი ერმაკი: ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ლიდერების შეხვედრა მალე უნდა შედგეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს. კონფერენციას დაესწრებიან აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რუსეთისა და უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი. ამის შესახებ Associated Press-ს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია წარადგენს ქვეყნის პოზიციას ომის დასრულებასთან დაკავშირებით და მის შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოს გრძელვადიან მშვიდობას.

ამასთან, ერმაკის განცხადებით, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის თარიღზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ ლიდერების შეხვედრა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – აცხადებს ანდრეი ერმაკი. 

გარდა ამისა, მედიასაშუალებასთან საუბრისას ერმაკმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ კიტ კელოგი უკრაინას თებერვლის ბოლოს ეწვევა.

რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, ის 14 თებერვლიდან 16 თებერვლამდე გაიმართება

ასევე იხილეთ