top_leaderboard

დოლი პარტონი წითელ ღვინოს უშვებს

ქანთრი მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 79 წლის ასაკში, თავისი სახელობის წითელ ღვინოს უშვებს. ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.

კომპანია „დოლი ვაინსი“ ღვინის ინდუსტრიაში უკვე დიდი ხანია მოღვაწობს, თუმცა აქამდე, ბრენდს ასორტიმენტში წითელი ღვინო დამატებული არ ჰქონდა. ვალენტინობამდე რამდენიმე დღით ადრე კი დოლიმ პირველი წითელი ღვინის გამოშვების შესახებ განაცხადა.

„ბევრი წლის განმავლობაში წითელი ფერი არ მიყვარდა, რადგან იმ ქალს მახსენებდა, რომელმაც ჩემი ქმრის წართმევა სცადა. თუმცა, ჩემმა ახალმა პინომ [ვაზის ჯიში] ეს ყველაფერი შეცვალა. ახლა წითელი მიყვარს და თქვენც უნდა სცადოთ“, – განაცხადა პარტონმა.

ასევე იხილეთ