top_leaderboard

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 112 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან 81 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს

რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 112 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან 81 უკრაინის თავდაცვის ძალებმა განადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის რეგიონებში.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, სუმის რეგიონში 13 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

ასევე იხილეთ