top_leaderboard

ლევან მახაშვილი გახარიას გუნდზე: 2 არჩევანი აქვთ – ან დარჩებიან ქუჩაში ან შემოვლენ პარლამენტში

„ აქვთ 2 არჩევანი [ გიორგი გახარიას გუნდი] – ან დათანხმდეს პარლამენტში მუშაობას და საკუთარი ამომრჩევლის ნებას დაემორჩილოს ან გააგრძელოს დემოკრატიის უგულებელყოფა“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გიორგი გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, სხდომების გაცდენა, მანდატების დატოვების საფუძველი გახდება.

„ჩვეულებრივ თამაშობენ და თვალთმაქცობენ, მარტო ამათზე არ არის საუბარი. სხვა პარტიებმაც საარჩევნო დაფინანსება ჩაირიცხეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ეს იმ დროს, როდესაც ერთი ხმით არ აღიარებდნენ საარჩევნო შედეგებს.

ჩვეულებრივი თვალთმაქცობაა, ალბათ, ცდილობენ, გამოივაჭრონ ამ პროცესებიდან. აქ ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, აქვთ 2 არჩევანი – ან დარჩებიან ქუჩაში ან შემოვლენ პარლამენტში და ასე დაუმტკიცებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას.

ყველა პოლიტიკური პარტია თავისი შეხედულებებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას და სწორედ ამ შეხედულების გათვალისწინებით, შემდგომ იმსახურებს ან არ იმსახურებს მოსახლეობის კიდევ ერთ ნდობას. ასე, რომ 2 არჩევანი აქვთ – ან  დარჩებიან ქუჩაში და გააგრძელებენ დემოკრატიის უგულებელყოფას და ამით ფაქტობრივად, დაასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას ჩვენი შეფასებით, ან აღიარებენ იმ დემოკრატიულ ვერდიქტს, რაც მათ მიიღეს ოქტომბრის არჩევნებზე და შემოვლენ პარლამენტში.

ბევრი დრო არ აქვთ დარჩენილი, საუბარია ამ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, თუ გააცდენენ სხდომებს, ეს იქნება საფუძველი მანდატების დატოვების“, – აღნიშნავს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ასევე იხილეთ