top_leaderboard

სოხუმის აეროპორტმა 30 წლის განმავლობაში პირველად საცდელი რეისი მოსკოვიდან მიიღო

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტმა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოსკოვიდან საცდელი რეისი მიიღო. ინფორმაციას  TASS-ი ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, თვითმფრინავი განახლებულ აეროპორტში დაეშვა. ლაინერზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და აფხაზი სტუდენტების ჯგუფი იმყოფებოდა.

„ეს არის პირველი სატესტო რეისი, რომელიც რუსულმა ავიაკომპანია UVT Aero-მ განახორციელა. თვითმფრინავი  სოხუმის განახლებულ „საერთაშორისო“ აეროპორტში დაეშვა“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელმა, ჯანსუხ ნანბამ.

ინფორმაციისთვის, სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა.

ასევე იხილეთ