top_leaderboard

კაია კალასი: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ენერგოსისტემას

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსეთთან საერთო ენერგეტიკული სისტემიდან გამოყოფას თავისუფლებისა და ევროპული ერთიანობის გამარჯვება უწოდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოყოფის შემდეგ რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგიას, როგორც შანტაჟის იარაღს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ენერგოსისტემას. რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგიას შანტაჟის იარაღად.

ეს არის თავისუფლებისა და ევროპული ერთიანობის გამარჯვება“, – წერს იგი.

ასევე იხილეთ