გერმანიაში Tesla-ს გაყიდვებმა თითქმის 60%-ით იკლო
გერმანიაში ელექტრომობილის, Tesla-ს გაყიდვებმა თითქმის 60%-ით იკლო. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
გერმანიის ფედერალური საავტომობილო უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში Tesla-ს მარკის 1 277 ახალი ავტომობილის რეგისტრაცია მოხდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59,5%-ით ნაკლებია.
ამ მარკის ავტომობილის გაყიდვამ მკვეთრად იკლო მას შემდეგ, რაც კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას, „გერმანიის ალტერნატივას“, ღიად დაუჭირა მხარი.