top_leaderboard

კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცი: არ ვეთანხმები ტრამპის გარემოცვიდან ვინმეს მცდელობას, ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში

„კონსერვატიული პარტიიდან“ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის გამო. აღნიშნულის შესახებ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მერცის თქმით, საკითხის განხილვას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

„ამ საკითხზე მაქვს მკაფიო პოზიცია და მას გავუზიარებ: მე არ ვეთანხმები ტრამპის გარემოცვიდან ვინმეს მცდელობას, პირდაპირ ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში“, – განაცხადა მერცმა.

ცნობისთვის, გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.

ასევე იხილეთ