top_leaderboard

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი „ბაკურიანი 2025“-ზე: დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირი კარგად ჩაივლის და გამარჯვებულების მსგავსად, თითოეული მონაწილე კმაყოფილი დარჩება

“დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირი კარგად ჩაივლის და გამარჯვებულების მსგავსად, თითოეული მონაწილე კმაყოფილი დარჩება”, – განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა „ბაკურიანი 2025“-ზე საუბრისას.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად გამოცემული ვერცხლის საკოლექციო მონეტაზე, რომელიც მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადასცა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული ბანკისგან ეს მონეტა მერგო. „ბაკურიანის 2025“-ს რაც შეეხება, ახალგაზრდა სპორტსმენები ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირი კარგად ჩაივლის და გამარჯვებულების მსგავსად, თითოეული მონაწილე კმაყოფილი დარჩება”, – აღნიშნა სპიროს კაპრალოსმა.

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „ბაკურიანი 2025″-ს დღეიდან უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ