top_leaderboard

გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში ბევრი უსამართლო განცხადება მოვისმინეთ – ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის მიუღებელია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას. „ქართული ოცნების“ დეუტატის თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს მიმართ უსამართლო განცხადებებს აკეთებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტი მიუღებელია.

„ჩვენ ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში ბევრი უსამართლო განცხადება მოვისმინეთ. მაგალითად ესტონეთის და ზოგადად ბალტიის ქვეყნების მოქმედი თანამდებების პირების მხრიდან ვისმენდით განცხადებებს, რომ რუსეთს საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს მაშინ, როდესაც თვითონაც აქვთ ვაჭრობა. მაგალითად ბალტიის რამდენიმე ქვეყნის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ ღვინის ვაჭრობაც მეტი აქვთ, ვიდრე საქართველოს რუსეთთან. ასე რომ ეს ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ მივდივართ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნავს ჩაკვეტაძე.

საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. ავტორები საკანანმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.“

ასევე იხილეთ