top_leaderboard

გიორგი გაბუნია “ენჯეოებზე”: კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში ათეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება

“კანონმდებლობის გვერდის ავლით ასაქართველოში თეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებზე“ საუბრისას.

მისივე თქმით, დროა, საქართველოში დამთავრდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური თამაშები – მათ უნდა აკეთონ რეალურად ის საქმე, რაც უწერიათ სამოქმედო დებულებაში.

„მხოლოდ და მხოლოდ სახელად ჰქვიათ, რომ ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ესენი არიან პოლიტიკური პარტიები და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ დროა, საქართველოში დამთავრდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური თამაშები მათ უნდა აკეთონ რეალურად ის საქმე, რაც მათ უწერიათ სამოქმედო დებულებაში და არა ის, რომ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებში, იმ პოლიტიკური ფულით, რომელიც გარედან შემოდის.

ათეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება“, – განაცხადა გაბუნიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. იგი წერს, რომ ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან რადიკალი დონორი დგას. პაპუაშვილი პოსტს ურთავს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ასევე იხილეთ