top_leaderboard

ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე: ომი უნდა დასრულდეს და დასრულდება, არ მსურს ვხედავდე როგორ იღუპებიან ახალგაზრდები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის დასრულების შესახებ.

ამ განცხადებით ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინთან კონტაქტი შედგა, თუმცა ვლადიმირ პუტინთან საუბრის დეტალების კომენტირებისგან თავი შეიკავა.

უკრაინაში ომის დასრულების გეგმების შესახებ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შტატები ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს აღწევს.

„არ მსურს კონტაქტის შესახებ ვისაუბრო, ეს ჯერ ძალიან ადრეა, მჯერა რომ გარკვეულ პროგრესს ვაღწევთ. გვინდა დავასრულოთ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი. ამ ომის დასრულება იმიტომ მინდა, რომ არ მსურს ვხედავდე როგორ იღუპებიან ახალგაზრდები. მოლაპარაკებას ორივე მხარესთან ვაწარმოებთ. წინ კიდევ ბევრი დიალოგი გველის. ეს ომი უნდა დასრულდეს და დასრულდება. რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას – მას საჭირო დროს შევხვდები“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე იხილეთ