top_leaderboard

მექსიკაში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

მექსიკის სამხრეთ ნაწილში ავტობუსის და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ავტობუსი, რომელშიც 48 ადამიანი იმყოფებოდა, ქალაქ კანკუნიდან ტაბასკოში მიდიოდა. ის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.

ასევე იხილეთ