მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯეი დი ვენსს შორის შეხვედრა გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდება, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პირველად New York Post-მა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგიც მიიღებს მონაწილეობას.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14 თებერვალს დაიწყება.