top_leaderboard

გერმანიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან დაუდგენელი დრონები დააფიქსირეს

გერმანიის ერთ-ერთ ავიაბაზასთან, სადაც უკრაინელი სამხედროები წვრთნებს გადიან, დაუდგენელი დრონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

სამხედროები ვარაუდობენ, რომ დრონები ბაზასთან ჯაშუშური ინფორმაციის შეგროვების მიზნით დაფრინავდნენ.

მათი ჩამოგდების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ უპილოტო აპარატები ჩრდილოეთ ან ბალტიის ზღვაში მყოფი გემებიდან იყო გაშვებული.

ასევე იხილეთ