ბაკურიანი 2025
ბაკურიანში სტარტი აიღო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა. დღეს ბიატლონში ინდივიდუალური რბოლა გაიმართა, სადაც მონაწილეობა ახალგაზრდა ქართველმა ბიატლონისტმა, შიო ქუჩუკიანმაც მიიღო. ქართველი სპორტსმენი 64 მონაწილეს შორის 50-ე ადგილზე გავიდა.
ქუჩუკიანი მომდევნო დღეებში ახალგაზრდულ ფესტივალზე ბიატლონის სხვა დისციპლინებშიც იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამ ქალაქში — ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.