top_leaderboard

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირს ექნება რეაქცია დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებზე, რომელიც ევროკავშირთან მიმართებაში ტარიფების დაწესებას ეხება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯან ნოელ ბარო აცხადებს, რომ ევროკავშირს ექნება რეაქცია დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირთან მიმართებაში ტარიფების დაწესებას ეხება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ იგი დააწესებს ახალ 25%-იან ტარიფებს აშშ-ში შესულ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტზე.

„რა თქმა უნდა, ეს უკვე გააკეთა დონალდ ტრამპმა 2018 წელს და ჩვენ ვუპასუხეთ. ჩვენ კვლავ ვუპასუხებთ”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე იხილეთ