გურამ მაჭარაშვილი: პაპუაშვილის აზრი სწორედ ეს იყო, რომ დიპლომატია, რომელსაც უნდა ახორციელებდეს ელჩი, ამ შემთხვევაში საქართველოში, პრაქტიკულად დაასრულეს ელჩებმა და ვნახეთ, რომ ისინი გადაიქცნენ რადიკალური პროცესების მედროშეებად
ის, რა მაგალითიც მოიყვანა შალვა პაპუაშვილმა, რომ კომუნისტების დროს ცეკას მეორე მდივანი იყო აქ მოსკოვიდან მოგზავნილი და მეორე კაცად აღიქმებოდა, სამწუხაროდ, უარესი მდგომარეობა იყო აქ, – განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, პაპუაშვილის აზრი სწორედ ეს იყო და ეს არის, რომ დიპლომატია, რომელსაც უნდა ახორციელებდეს ელჩი ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, პრაქტიკულად დაასრულეს ელჩებმა.
„ის, რა მაგალითიც მოიყვანა შალვა პაპუაშვილმა, რომ კომუნისტების დროს ცეკას მეორე მდივანი იყო აქ მოსკოვიდან მოგზავნილი და მეორე კაცად აღიქმებოდა, სამწუხაროდ, უარესი მდგომარეობა იყო აქ. ელჩი პირველ კაცად გრძნობდა საქართველოში თავს, არამცთუ მეორე კაცად და არც კი კადრულობდა, ზოგჯერ თანაშემწეებს აგზავნიდა პარლამენტში კანონის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, რომელიმე პიროვნების დანიშვნა-არდანიშვნასთან დაკავშირებით და ა.შ. მათ შორის, წახალისებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის აზრი სწორედ ეს იყო და ეს არის, რომ დიპლომატია, რომელსაც უნდა ახორციელებდეს ელჩი ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, პრაქტიკულად დაასრულეს ელჩებმა და ვნახეთ, რომ ისინი გადაიქცნენ რადიკალური პროცესების მედროშეებად. საჯაროდ აქეზებდნენ ადამიანებს, რომ ჯარიმას გადაუხდიდნენ თუკი ისინი პოლიციელებს ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილს. აი, ეს ჰქონდა შალვა პაპუაშვილს მხედველობაში“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.