top_leaderboard

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ არ არის გულწრფელი მოლაპარაკებების მზადყოფნასთან დაკავშირებით

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ აშშ არ არის გულწრფელი მოლაპარაკებების მზადყოფნასთან დაკავშირებით.

„აშშ თუ გულწრფელი იყო მოლაპარაკებების საკითხში, რატომ დაგვიწესეს სანქციები?“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თეირანი „არ ისწრაფვის ომისკენ, მაგრამ არ დაემორჩილება უცხოურ ზეწოლას“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა ირანთან შეთანხმებისთვის და პეზეშკიანთან საუბრის მზადყოფნა გამოთქვა.

ასევე იხილეთ