top_leaderboard

ზარქუა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე: ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, დაერღვიათ კანონი, ახალგაზრდებს იყენებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ახალგაზრდებს კანონდარღვევისკენ მოუწოდებდნენ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ახალგაზრდები გამოიყენა.

ამ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, დაერღვიათ კანონი და ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, გულის ტკივილით აღვნიშნავ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ. იქ, სადაც იყო შესაძლებელი, ჩვენ ვნახეთ, რომ გირაო შეუფარდეს და 200-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ხომ იმ პერიოდში დაკავებული და უმრავლესობა გამოუშვეს, გირაო, ხელწერილი და.ა.შ. როგორც არის, ხოლო იმ ნაწილში, სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და ცალკეული მძიმე მუხლები, იქ გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნავს ზარქუა. 

ასევე იხილეთ