CBS News-ის გამოკითხვის თანახმად, ტრამპის რეიტინგმა მაღალ ნიშნულს მიაღწია
ამერიკული ტელეარხის CBS News-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის უახლესი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელთა 53% მოწონებით სარგებლობს.
გამოკითხულთა 70% აცხადებს, რომ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს. ამერიკელების 60%-ზე მეტი ფიქრობს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ენერგიული, მკაცრი და მიზანდასახულია.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტის რეიტინგი ახალგაზრდებშიც გაზრდილია. ტრამპისადმი სიმპათიას 18-დან 29 წლამდე ასაკის ამერიკელთა 55% გამოხატავს.
კვლევა CBS News-ის დაკვეთით ჩატარდა 5-7 თებერვალს ჩატარდა და მასში 2157 ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ცდომილება 2,5% წარმოადგენს.