top_leaderboard

უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქზე იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სარატოვის ოლქზე იერიში მიიტანეს. სარატოვის და ენგელსის მოსახლეობამ აფეთქებების ხმები გაიგო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ტელეგრამ-არხების ცნობით, დრონების შეტევამ ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი ინფრასტრუქტურულ ობიექტს უკიდია. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქალაქ ენგელსში რუსეთის საჰაერო ძალების სტრატეგიული ავიაციის აეროდრომი მდებარეობს. სარატოვში კი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. სწორედ ეს ობიექტები იყო, სავარაუდოდ, შეტევის მიზანი.

ასევე იხილეთ