top_leaderboard

ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერს ინაუგურაციის შემდეგ ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 20 იანვარს თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ესაუბრა, მაგრამ არ უთქვამს დეტალები იმის თაობაზე, თუ რა განიხილეს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Reuters-ი.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ჩინეთის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპმა თქვა: „დიახ, მე ველაპარაკე მას და მის ხალხს“.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა“, – აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის შედგა საუბარი და კონკრეტულად რას შეეხო ის.

ასევე იხილეთ