top_leaderboard

არიზონაში კერძო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და გაჩერებულ თვითმფრინავს შეეჯახა – დაიღუპა პილოტი

აშშ-ში, არიზონაში, სკოტსდეილის აეროპორტში, Motley Crue-ის წამყვანი მომღერლის ვინს ნილის კუთვნილი კერძო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და გაჩერებულ თვითმფრინავს შეეჯახა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი დაიღუპა, რამდენიმე პირი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

ამავე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე სოლისტის შეყვარებული და მეგობარი იმყოფებოდნენ. ისინი გადარჩნენ, თუმცა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომღერლის მეგობარ ქალს 5 ნეკნი აქვს ჩამტვრეული.

ასევე იხილეთ