შსს-ში აცხადებენ, რომ პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე დაკავებული ოთხი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს, მათგან ორი პირი ხელწერილით გაათავისუფლეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ხელწერილით გათავისუფლებულ პირთა შორისაა პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შემდეგაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მათ შორის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. როგორც საპატრულო პოლიციაში განაცხადეს, აღნიშნული პირები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. მათივე განცხადებით, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ხელოვნურად ცდილობდნენ.