მათიკაშვილი: ფაქტია, საქართველოში შემოდინებული თანხებით ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს, რაც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
„ფაქტია, რომ საქართველოში შემოდინებული თანხებით ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გვახსოვს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გამოძიების საგანი გამხდარიყო არამხოლოდ 2012 წლამდე არსებული რეჟიმის პირობებში ჩადენილი დანაშაულები, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა თუ ორგანიზაციების მიერ 2012 წლის შემდეგ ჩადენილი ქმედებები, რაც ძირს უთხრიდა ქვეყნისვე სუვერენიტეტს.
ფაქტია, საქართველოში შემოდინებული თანხებით ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ალბათ საბოტაჟიც ეს არის. დანარჩენზე სამართლებრივი პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.