ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა – არიან დაღუპულები და დაშავებულები
ავღანეთში, ბანკთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
„თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელსაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, თავი აიფეთქა“, – განაცხადა ჯუმადინ ხაქსარმა, ყუნდუზის პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, საჯარო მოხელეები და თალიბანის უსაფრთხოების ძალების წევრები.
მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურ სახელმწიფოს (ISIS) ჯერ არ აუღია.