top_leaderboard

გერმანიაში სასამართლომ ორ ადამიანს უკრაინელების მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

გერმანიაში სასამართლომ წყვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ორი უკრაინელი ქალის მკვლელობაში და ბავშვის გატაცებაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა. დამნაშავეებს პირობით-ვადამდელი გათავისუფლების შანსი მხოლოდ 15 წლის შემდეგ ექნებათ.

სასამართლოს სხდომის დაწყებისას დამნაშავეებმა ბრალი აღიარეს. აღიარებითი ჩვენება მათმა ადვოკატებმა წაიკითხეს.

45 წლის ქალმა და 43 წლის კაცმა ბავშვის გატაცება და მისი დედის და ბებიის მკვლელობა 2024 წლის თებერვალში გადაწყვიტეს. 2024 წლის 6 მარტს მათ უკრაინელ ქალებს ბარში ძილის წამალი დაალევინეს, შემდეგ ისინი ხვაგან წაიყვანეს და მოკლეს, ბავშვი კი გაიტაცეს.

ასევე იხილეთ