გაეროს ხელმძღვანელი „ჰამასს“ მოუწოდებს, მძევლების გათავისუფლება გააგრძელოს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოუწოდებს „ჰამასს“, გააგრძელოს მძევლების გათავისუფლება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებშია დაგეგმილი.
გუტერეშმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი დღით ადრე პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მძევლების გაცვლის პროცესს აჩერებს.
„ყველაფრის ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან ღაზაში საომარი მოქმედებების განახლება, რაც უზარმაზარ ტრაგედიას გამოიწვევს”, – ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 10 თებერვალს „ჰამასმა“ გააცხადა, რომ შეწყვეტს ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, რაც კონფლიქტის ხელახალი გააქტიურების რისკს ზრდის.