top_leaderboard

ჯასტინ ტრუდო: საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო.

ტარიფებზე საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს არის „მიუღებელი“.

კანადელები მტკიცედ და ენერგიულად დადგებიან ფეხზე საჭიროების შემთხვევაში“, – თქვა ტრუდომ პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. როგორც თავად პრეზიდენტი ამბობს, განკარგულება შეეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის მექსიკასა და კანადას.

ასევე იხილეთ