top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი ნიკა გვარამიასა და ზურა გირჩი ჯაფარიძის სტრასბურგში გამგზავრებაზე: უკან არ იხევენ. აგერ უკვე რამდენი წელია მონდომებით ითხოვენ ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციის მისამართით.

„[ოპოზიციის წარმომადგენლები] უკან არ იხევენ. აგერ უკვე რამდენი წელია მონდომებით ითხოვენ ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას და უმკაცრესი ზომების მიღებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მათი მამოძრავებელი, მათი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ნიკა გვარამია და ზურა გირჩი ჯაფარიძე სტრასბურგში საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების სიით გაემგზავრნენ. არსებული ინფორმაციით, საუბარი იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და ახალ არჩევნებზე.

ასევე იხილეთ