ტაიგერ ვუდსმა დონალდ ტრამპთან გოლფი ითამაშა
ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა გოლფის ერთი რაუნდი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან.
როგორც იტყობინებიან, თამაშში მონაწილეობას იღებდა ვუდსის ვაჟი ჩარლი. რაუნდი პალმ-ბიჩზე ტრამპის გოლფ-კლუბში შედგა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა კომენტარი გაუკეთა ტაიგერ ვუდსთან რაუნდს.
„ის ბრწყინვალეა. შესანიშნავი ბიჭია და საოცარი ადამიანი“, –განაცხადა დონალდ ტრამპმა.