top_leaderboard

ზარქუა ჯაფარიძე-გვარამიაზე: ძალიან ეშინიათ და ახლა ეძებენ ახალ პატრონებს, რომ იქნებ რამენაირად თავი დააღწიონ ამ გამოძიებას

შეეშინდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ახლა ეძებენ ახალ პატრონებს, რომ იქნებ რამენაირად თავი დააღწიონ ამ გამოძიებას“, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამია და ზურა გირჩი ჯაფარიძე სტრასბურგში საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების სიით გაემგზავრნენ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინიათ, რადგან იმ დროს ორივე მათგანი გარკვეულ თანამდებობებს იკავებდა.

სხვა ინფორმაცია მაქვს, ესენი ჩადიან იქ, რადგან შეეშინდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ახლა ჩადიან იქ და ეძებენ ლობისტებს, რომ იქიდან მხარი დაუჭირონ. არ გამოვრიცხავ, შეიძლება დააფინანსონ კიდეც.

ძალიან ეშინიათ, რადგან ამ რეჟიმის დროს ორივე მათგანი იყო გარკვეულ თანამდებობებზე. ერთი იყო ზონდერპროკურორი, მეორე კი მავნებლობდა სქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ახლა ეძებენ ახალ პარტნიორებს, იქნებ რამენაირად თავი დააღწიონ ამ გამოძიებას. ეს გამორიცხულია. კომისია შემდგარია, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაიმე დანაშაული მიუძღვის, ყველაფერი იქნება გამოძიებული“, – აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

ასევე იხილეთ