დონალდ ტრამპმა ანტიკორუფციული კანონის აღსრულების შეჩერება ბრძანა, რომელიც ამერიკელებს უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნების მოსყიდვას უკრძალავს
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იუსტიციის სამინისტროს უბრძანა შეაჩეროს ანტიკორეპციული კანონის აღსრულება, რომელიც ამერიკელებს ბიზნესის სასარგებლოდ უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნების მოსყიდვას უკრძალავს, – წერს Financial Times-ი.
„ეს ამერიკისთვის ბევრად მეტ ბიზნესს ნიშნავს“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ორშაბათს, სადაც მან ბრძანებას მოაწერა ხელი.
ტრამპმა აშშ-ის გენერალურ პროკურორს, პემ ბონდის დაავალა, რომ 1977 წლის საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის (FCPA) აღსრულება შეაჩეროს.
„ეს კარგად ჟღერს ქაღალდზე, თუმცა [პრაქტიკაში] კატასტროფაა“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს, რომ თუ ამერიკელი გადადის სხვა ქვეყანაში და იწყებს იქ ლეგალურ ბიზნესს, კანონიერად ან სხვაგვარად, ეს თითქმის გარანტირებული გამოძიება და ბრალდებაა და არავის არ სურს ამის გამო საქმე ამერიკელებთან დაიჭიროს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება დამოკიდებულია ამერიკაზე და მის კომპანიებზე, რომლებიც სტრატეგიულ კომერციულ უპირატესობას მთელს მსოფლიოში იღებენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კანონი ამერიკულ კომპანიებს ნაკლებ კონკურენტუნარიანს ხდის და ბაზარზე ძალების არათანაბარ გადანაწილებას იწვევს.
თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოება სტრატეგიულ უპირატესობებს მოითხოვს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ აქტივებში, მაგალითად ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორებიცაა მინერალები და ღრმაწყლოვანი პორტები.